Saturday, October 15, 2016
დღე 9
დღეს იყო ტრენინგის ბოლო დღე, ჩვენმა პროექტებმა მიიღეს საბოლოო სახე... შევაჯამეთ ყველაფერი რაც ვისწავლეთ-გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები(პირადად ჩემთვის სახლში დავალების მიცემა და შესრულება ცოტა რთული გამოდგა). საერთოდ მთელი კურსი იყო პოზიტიური და საინტერესო, დავწრმუნდი რამდენად ეფექტურია პროექტების სწავლებაში გამოყენება, მისი დამუშავება, გაკვეთილზე გამოყენება. დღეს ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება-დიზაინი, ჩამოვტვირთეთ საჭირო სურათები-სლაიდები. მოკლედ ახლა მთავარია ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება და ბოლოს მადლობა გვანცას ყველაფრისათვის!
Sunday, October 2, 2016
8 დღე
დღევანდელმა ტრენინგმა ძალიან პროდიქტიულად და მხიარულად ჩაიარა...განვიხილეთ მოცემული დავალება და შევასწორეთ, გავეცანით ტექნოლოგიების ფასილიტაციებს და გავარკვიეთ თუ როგორ ეხმარება ეს ყველაფერი მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში, მასალების მოძიებაში, ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს მიბმა ბლოგზე. პირადად მე გავერკვიე სასწავლო პროცედურების საკითხებში.
Saturday, October 1, 2016
7 დღე
დღეს შევისწავლეთ და გავიგე პროექტის შეფასებათა კრიტერიუმები, გავიარეთ ორი მოდული .დავამუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარის თვითშეფასების კრიტერიუმები, რა თქმა უნდა გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურება დავალების მიცემის დროს.ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის შაბლონის შევსებაზე.
განვიხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტები, გავიხსენე გარდნერის და ბლუმის მატრიცა....
განვიხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტები, გავიხსენე გარდნერის და ბლუმის მატრიცა....
Sunday, September 25, 2016
დღე 6
დღე იყო ძალიან პროდუქტიული და დატვირთული-- ვისწავლეთ მოსწავლის "ხელით' ვიდეოს ატვირთვა და საჭიროებისამებრ მისი გამოყენება, GIF-ის გაკეთება და გამოყენება, პროექტის გამოსახვა გრაფიკულად, სლაიდ-შოუს გაკეთება , დიაგრამების, ანიმაციების მრავალფეროვნების გამოყენება. მთავარია ამ ყველაფრის სათანადოდ და მახსოვრება და გა მოყენება....
Saturday, September 24, 2016
დღე 5
დღეს ისევ გადავხედეთ საკუთარ პროექტებს, ჩავასწორეთ. საშინაო დავალებად გვქონდა შეფასების კრიტერიუმებზე, მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე. ტრენერმა სათითაოდ შეაფასა ჩვენი ნამუშევრები, მიგვითითა შეცდომებზე, რაც ჩავასწორეთ....დავამუშავეთ 3და 4 მოდულები ,საიდანაც გავიგეთ რომ ხშირად ირღვევა საავტორო უფლებები ინტერნეტში არსებული მასალების უკითხავად გამოყენების დროს, ირღვევა ეთიკური და მორალური უფლებები ავტორებისა, ..ინტერნეტ ი კარგი საშუალებაა ერთმანეთთან კავშირისა და ურთიერთობისათვის. გავიაზრე და მოვირგე მოსწავლის როლი პროექტის შექმნის დროს.
Tuesday, September 13, 2016
დღე 4
დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასებების კრიტერიუმებზე, დავამუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები (მე პირადად გავმიჯნე ეს კითხვები--რომელი რომელს ეკუთვნის), დავამუშავე რა არის საჭირო მოსწავლის შეფასებისას, რა არის პროგრესის მონიტორინგი, თვითრეგულაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.,როგორი იქნება გაგების ხარისხის და უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
Monday, September 12, 2016
Friday, September 9, 2016
დღე-2
დღეს მოვისმინე და გავიგე როგორ ,რა პრინციპით ამზადებენ ჩემი კოლეგები პრეზენტაციებს, რას ითხოვენ მოსწავლეებისგან და რა მოლოდინები აქვთ... ამ დღემ გამაგებინა,რომ მთლად ვერ პასუხობს პრეზენტაციის მოთხოვნებს ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაცია, მივხვდი რა რეზულტატზე უნდა გავიდე... დღეს დავრეგისტრირდი 'ვორდში' და გავაკეთე ჩემი ბლოგი....
Subscribe to:
Posts (Atom)