Sunday, September 25, 2016

დღე 6

დღე იყო ძალიან პროდუქტიული და დატვირთული-- ვისწავლეთ მოსწავლის "ხელით' ვიდეოს ატვირთვა და საჭიროებისამებრ მისი გამოყენება, GIF-ის გაკეთება და გამოყენება, პროექტის გამოსახვა გრაფიკულად, სლაიდ-შოუს გაკეთება , დიაგრამების, ანიმაციების მრავალფეროვნების გამოყენება. მთავარია ამ ყველაფრის სათანადოდ და მახსოვრება და გა მოყენება....

Saturday, September 24, 2016

დღე 5

დღეს ისევ გადავხედეთ საკუთარ პროექტებს, ჩავასწორეთ. საშინაო დავალებად გვქონდა შეფასების კრიტერიუმებზე, მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე. ტრენერმა სათითაოდ შეაფასა ჩვენი ნამუშევრები, მიგვითითა შეცდომებზე, რაც ჩავასწორეთ....დავამუშავეთ 3და 4 მოდულები ,საიდანაც გავიგეთ რომ ხშირად ირღვევა საავტორო უფლებები ინტერნეტში არსებული მასალების უკითხავად გამოყენების დროს, ირღვევა ეთიკური და მორალური უფლებები ავტორებისა, ..ინტერნეტ ი კარგი საშუალებაა ერთმანეთთან კავშირისა და ურთიერთობისათვის. გავიაზრე და მოვირგე მოსწავლის   როლი  პროექტის შექმნის დროს.

Tuesday, September 13, 2016

დღე 4

                                                                                                                                                           დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასებების კრიტერიუმებზე, დავამუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები (მე პირადად გავმიჯნე ეს კითხვები--რომელი რომელს ეკუთვნის), დავამუშავე რა არის საჭირო მოსწავლის შეფასებისას, რა არის პროგრესის მონიტორინგი, თვითრეგულაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.,როგორი იქნება გაგების ხარისხის და უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

Monday, September 12, 2016

12 სექტემბერი დღე 3
გავეცანი პროექტის საფუძვლებს, დავამუშავე პროექტის გეგმა, შეუსაბამე ესგ სტანდარტებს, გამოვიყენე 21 +ბლუმის ტაქსონომიის ტერმინები, ვისწავლე პროექტის შენახვა ჩემს ბლოგზე.

Friday, September 9, 2016

დღე-2

დღეს მოვისმინე და გავიგე როგორ ,რა პრინციპით ამზადებენ ჩემი კოლეგები პრეზენტაციებს, რას ითხოვენ მოსწავლეებისგან და რა მოლოდინები აქვთ... ამ დღემ გამაგებინა,რომ მთლად ვერ პასუხობს  პრეზენტაციის მოთხოვნებს ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაცია, მივხვდი რა რეზულტატზე უნდა გავიდე...                დღეს  დავრეგისტრირდი 'ვორდში' და გავაკეთე ჩემი ბლოგი....