Saturday, October 15, 2016
დღე 9
დღეს იყო ტრენინგის ბოლო დღე, ჩვენმა პროექტებმა მიიღეს საბოლოო სახე... შევაჯამეთ ყველაფერი რაც ვისწავლეთ-გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები(პირადად ჩემთვის სახლში დავალების მიცემა და შესრულება ცოტა რთული გამოდგა). საერთოდ მთელი კურსი იყო პოზიტიური და საინტერესო, დავწრმუნდი რამდენად ეფექტურია პროექტების სწავლებაში გამოყენება, მისი დამუშავება, გაკვეთილზე გამოყენება. დღეს ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება-დიზაინი, ჩამოვტვირთეთ საჭირო სურათები-სლაიდები. მოკლედ ახლა მთავარია ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება და ბოლოს მადლობა გვანცას ყველაფრისათვის!
Sunday, October 2, 2016
8 დღე
დღევანდელმა ტრენინგმა ძალიან პროდიქტიულად და მხიარულად ჩაიარა...განვიხილეთ მოცემული დავალება და შევასწორეთ, გავეცანით ტექნოლოგიების ფასილიტაციებს და გავარკვიეთ თუ როგორ ეხმარება ეს ყველაფერი მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში, მასალების მოძიებაში, ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს მიბმა ბლოგზე. პირადად მე გავერკვიე სასწავლო პროცედურების საკითხებში.
Saturday, October 1, 2016
7 დღე
დღეს შევისწავლეთ და გავიგე პროექტის შეფასებათა კრიტერიუმები, გავიარეთ ორი მოდული .დავამუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარის თვითშეფასების კრიტერიუმები, რა თქმა უნდა გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურება დავალების მიცემის დროს.ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის შაბლონის შევსებაზე.
განვიხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტები, გავიხსენე გარდნერის და ბლუმის მატრიცა....
განვიხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტები, გავიხსენე გარდნერის და ბლუმის მატრიცა....
Subscribe to:
Posts (Atom)